გუშინ კინო-რეჟისორ გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ გაიხსნა. პროექტის ავტორი „კულტურის პალატა“ და მისი დამფუძნებელი, დათო ოქიტაშვილია. ვარსკვლავის გახსნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, შენგელიამ თავისი შემოქმედებით კიდევ უნდა გაახაროს ქართველი მაყურებელი. მან რეჟისორს შემოქმედებითი ზრდა უსურვა. სხვა თემაზე განცხადებები ივანიშვილს არ გაუკეთებია.
კინორეჟისორის ვარსკვლავი გიორგი შენგელაის გუშინ 79 წელი შეუსრულდა.