ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში სააკაშვილის ბანობას აპირებს“

„წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” –  ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.  მეჭიაურის თქმით, ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში იყოს, თუმცა ბურჭულაძე უფრო ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს.

„ყველას აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბატონ პაატას, თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” – განაცხადა მეჭიაურმა.

იტვირთბა....