ალბათ გდომებიათ გენახათ ყველა ის პოსტი, რომელშიც თქვენ და თქვენი შეყვარებული ხართ დათაგულები. იქნება ეს სტატუსი, Check-in, ფოტო თუ სხვა რამ. რამდენიმე თვის ან წლის წინ სადღაც რომ იყავით ერთად, შეიძლება არც გახსოვდეთ, ერთმა Check-in თაგმა კი შეიძლება უამრავი მოგონება გააცოცხლოს.
ასეთი პოსტები თქვენს გრძელ და გადატვირთულ Timeline-ზე სათითაოდ რომ ეძებოთ, დაიღლებით და ბევრ დროსაც დაკარგავთ. მაგრამ მარკ ცუკერბერგმა, რომელიც სიყვარულისა და იდილიის დიდი ქომაგია, თქვენი მოგონებებისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამოსაქექად უმარტივეს ხერხი შექმნა:
http://facebook.com/us – დააკლიკეთ ამ ლინკზე ან უბრალოდ მისამართის ველში, Facebook.com-ს ბოლოში მიუწერეთ /us და დააჭირეთ enter-ს.
თუ თქვენსა და თქვენს შეყვარებულს ე.წ. Relationship სტატუსი გიყენიათ, მაშინ მარკ ცუკერბერგის შექმნილი ჯადოსნური ლინკი ყველა პოსტს ამოყრის და თქვენი ურთიერთობის მატიანეს თვალწინ გადაგიშლით.
წყარო: Betanews