ისევ აქტუალური თემა და აქტუალური საკითხი, გენდერული ძალადობა, ამჯერად ფოტოგრაფი კატერინ კამბარერი ეხმიანება თავისი ნამუშევრებით ქალთა სექსუალური შევიწროების ფაქტებს.
კატერინის იდეა, რომ გაასაჯაროოს ის ტანისამოსი, რაც სექსუალური შევიწროების სამიზნე ქალებს ეცვათ, მიზნად იმ მითის დამსხვრევას ისახავს, თითქოს ქალები თავიანთი გამომწვევი ჩაცმულობით „იწვევენ“ მამაკაცებს.
სექსუალური შევიწროებისას ქალი შეურაცხყოფილია. არადა, ყოველ ჯერზე შეკითხვები მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან იდენტურია და ასე ჟღერს: „ჰმმ, და რა გეცვა?“
არკადიას უნივერსიტეტში თავის სადიპლომო პროექტზე მუშაობისას, ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, თუ როგორ უსამართლოდ განიხილავს სასამართლო ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევებს. ჯონ კრაკერის წიგნში „მისულა“ თავმოყრილია ის შეკითხვები, რასაც ჰარასმენთის მსხვერპლ ქალებს ტრადიციულად უსვამენ, როგორიცაა, მაგალითად: „ნასვამი ხომ არ იყავი და რა გეცვა იმ დროს?“
მე მინდოდა გამეკეთებინა რაიმე ისეთი, რითიც ვაჩვენებდი, თუ როგორი ზედმეტია ასეთი მსხვერპლის დამნაშავედ გადამქცევი შეკითხვები“ – თქვა კამბარერიმ.
თავისი პროექტის ფარგლებში ის სექსუალური შვიწროების მსხვერპლ ქალებს ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა და თავიანთი ისტორიის გაზიარება სთხოვა. მის თხოვნას მხოლოდ კოლეჯის სტუდენტები გამოეხმაურნენ, რის შემდეგაც ფოტოგრაფმა მათ სთხოვა, რომ ნება დაერთოთ მისთვის იმ ტანისამოსის ფოტოს გადაღება, რომელიც გოგონებს სექსუალური შევიწროვებისას ეცვათ.
საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალები თავად იწვევენ კაცებს თავიანთი გამომწვევი ჩაცმულობით, იმ ფოტოებით კი, რაც ქალების სამოსს გადაუღო, ასე ვერ იტყვი. ყველაზე მეტად კამბარერის იმის ეშინოდა, რომ მოგონებებს უარყოფითად არ ემოქმედა მსხვერპლ ქალებზე, თუმცა, თავისი პროექტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ეჩვენებინა, რომ სექსუალური შევიწროვება მასშტაბური პრობლემაა და საჭიროებს ქმედითი ზომების მიღება მის წინააღმდეგ. პრევენციის მიზნით კი, საკმარისია სტერეოტიპების მსხვრევა დავიწყოთ და გავარღვიოთ არსებული სტიგმა.
wom.ge