პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეს “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტს უწოდებს.
”2012 წელს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და ქვეყანაში პოლიტიკური ომი იყო, პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია, ის არც იქეთ იყო, არც აქეთ. დღეს კი ფაქტია, რომ 22 მაისისთვის ჩანიშნული საკრებულოს შუალედური არჩევნების კანდიდატი, ერთ-ერთ ადგილობრივ ოლქში პაატა ბურჭულაძემ და ”ნაციონალებმა” ერთობლივად წარადგინეს. ახლა სხვას ვერაფერს დავაკონკრეტებ. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ბურჭულაძის ფონდი მისი საარჩევნო მიზნების შესაფუთად იყო საჭირო”, – განაცხადა კობახიძემ გაზეთ “ვერსიასთან” საუბრისას.