ჯანდაცვა

რამდენ ხანს უნდა იყოთ დიეტაზე, რომ აღარ მოიმატოთ წონაში

შენარჩუნებისგან განსხვავებით წონის დაკარგვა უფრო ადვილია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამდენ ხანს უნდა იყოთ ამა თუ იმ დიეტაზე ისე, რომ არ დაიბრუნოთ დაკარგული კილოგრამები.

თუ ოდესმე ყოფილხართ დიეტაზე, თქვენ იცით, რომ წონაში დაკლება არ არის ისეთი რთული, როგორც მისი შენარჩუნება. ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ ინარჩუნებთ თქვენს ახალ მაჩვენებელს მინიმუმ 52 კვირის განმავლობაში, უფრო ადვილი იქნება მისი შენარჩუნება გრძელვადიან პერიოდში.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვლევაში 20 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც სიმსუქნით დაავადებულნი იყვნენ. მონაწილეები დაბალკალორიულ დიეტაზე რვა კვირის განმავლობაში იყვნენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოხალისეების ნაწილი მონაწილეობდა 52-კვირიან პროგრამაში, (წონის შესანარჩუნებლად) რომელიც მოიცავდა დიეტოლოგებთან შეხვედრებსა  და წონაზე თვალყურის დევნას.

მკვლევარები, მონაწილეებს ჰორმონების დონეს უზომავდნენ, რომელიც გავლენას ახდენს შიმშილის გრძნობაზე. მეცნიერებმა შეამოწმეს ჰორმონის დონე დიეტამდე და დიეტიდან 52 კვირის შემდეგ.

წონის დაკარგვის შემდეგ, ჰორმონის დონე, რომელიც არეგულირებს მადას, გაიზარდა 40%-ით და 52 კვირის შემდეგ კი 65%-ით. მეორეს მხრივ, “გრელინის”(შიმშილის ჰორმონი) დონე, რომელიც იწვევს შიმშილს, წონის დაკარგვის შემდეგ გაიზარდა 23% – ით. გამოდის, რომ დიეტის დროს ადამიანს უფრო მეტად შია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წონის დაკარგვის შემდეგ იცავდა დიეტას 52 კვირის განმავლობაში, ჰორმონის დონე ეცემოდა ნორმალურ მაჩვენებელზე, როგორიც იყო დიეტამდე.

სხვა სიტყვებით, გრძელვადიანი დიეტა ხელს უწყობს სხეულის ადაპტირებასა და შიმშილის გრძნობის გადალახვას, რასაც იწვევს მცირეკალორიული დიეტა და წონაში სწრაფად კლება. ამ დროის მანძილზე თქვენ გაივლით აღდგენის კრიტიკულ წერტილს და აღარ მოიმატებთ წონაში.

ეს მცირე კვლევა შეიძლება  დამატებით მოტივაციად იქცეს თქვენთვის, რათა დაიცვათ დიეტა, რაც შეიძლება დიდხანს. მიუხედავად ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ უარის თქმა საკვებზე მთელი წლის განმავლობაში, უბრალოდ აირჩიეთ სწორი რაციონი.

 

lifeskills.ge

იტვირთბა....