პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შემსწავლელ ანგარიშს განიხილავდნენ.
პარლამენტის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, სასამართლო სისტემა კრიზისში შევიდა.
თაქთაქიშვილის პოზიციების გაჟღერების საპასუხოდ, ბესელიამ მას რეგლამენტის დაცვისა და მიკროფონის გამორთვისკენ მოუწოდა.
ბესელიამ მანდატურებს მოუწოდა თაქთაქიშვილისთვის მიკროფონი გამოერთოთ, თუმცა დაპირისპირება დეპუტატებს შორის მაინც გაგრძელდა.