სოციალურ ქსელში „თბილსერვის ჯგუფმა“ 30 წლის მეეზოვის, გიგა ფალავანდიშვილის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის ქართველ მძღოლებს მიმართავს:
“ჩვენი სამსახური დილით ადრე 7:00 საათზე იწყება, ყველას თავისი მოძრაობის განრიგი და მარშრუტი გვაქვს. დასაცლელია ურნები. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა მანქანას ურნებთან აჩერებს, რაც ხელს გვიშლის მუშაობაში, რადგან რთულდება კონტეინერების გამოტანა და შესაბამისად დაცლაც.
ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გააჩერებთ მანქანებს ურნებთან და ნუ შეგვიშლით ხელს მუშაობაში!”
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!”, – წერს ფალავანდიშვილი.