შორენა ბეგაშვილის შვილის, ევას დახმარების თხოვნით, ცნობილი ადამიანები მეგობრებს სოციალურ ქსელებში მიმართავენ. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც შორენას და ევას მისამართით უარყოფითი შინაარსის კომენტარებს წერენ. მომღერალი თიკა ჯამბურია ამგვარი შინაარსის კომენატრების ავტორებს ეხმაურება სოციალურ ქსელში:
„წავიკითხე კომენტარები და არ მჯერა, მართლა ვერ ვიჯერებ ადამიანის სიბოროტის საზღვრებს…. 14 წლის გოგონას დახმარებაზეა საუბარი, რომლის დედამაც უკვე ყველანაირი თანხის მარაგი ამოწურა და გავყიდე ყველაფერიო გოგო წერს, ხალხო, ამდენ დაზიანებას, თქვენი აზრით, მხოლოდ მანქანის თანხა დასჭირდებოდა, ან და თუნდაც ერთი საყურის ფასი დაჯდებოდა ამდენი ოპერაციები???? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილია და რამდენი აქვს ან რატომ გგონიათ, რომ ამ გოგონას, რომელიც წამყვანად მუშაობს ტელევიზიაში, მუთაქაში გატენილი დოლარები აქვს??? აქ ბავშვის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და თუ ადამიანი ჯანსაღი აზროვნებისაა, აზრადაც არ უნდა მოუვიდეს ის, რომ მაგავსი სისულელეები წეროს!!!! ხო გადავარჩინეთ ნიკუშა ნატროშვილი, ასევე კიდევ ბევრი მისი მსგავსი, იმიტომ ვეხმარებოდით, რომ ამოეწურათ მშობლებს ძალები და ხალხს თხოვდნენ დახმარებას….. ღმერთმა არავის თავის თავზე არ გამოაცდევინოს ის, რასაც ეხლა შორენა გრძნობს და თქვენ ყველას შეგინდოთ, ვინც გაგიჟდით და ალბათ სრულ ჭკუაზე არ ხართ. მეტირება მართლა ამ გოგოს საცოდაობაზე და ხალხის სიბოროტეზე!!!“ – წერს თიკა ჯამბურია.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით გუშინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ტელეწამყვანის შვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.