„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ლევაბ ბერძენიშვილი ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებამ, რომელიც მან თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მისამართით გააკეთა, გააღიზიანა და მას ერთი ჩვეულებრივი წურბელა უწოდა.
„ის ხელის ბიჭი ჩვენს დეპუტატს რომ პატარა გოგოს ეძახის, ეს უხერხული არ არის? ხუხაშვილის გავლენის ქვეშ რომ არის პრეზიდენტი? ბჟეზინსკი თუ ვინ ჰგონია ეს ხუხაშვილი? ერთი ჩვეულებრივი წურბელაა, რომელიც მდიდრებს მიუჯდებოდა ხოლმე და ცდილობდა რაღაც გამოეწოვა. ასეთი კაცის ნააზრევს გვამცნობს პრეზიდენტი“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, გია ხუხაშვილმა თინა ხიდაშელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ეს პატარა ბავშვი(ხიდაშელი) რომ გამოდის და ითხოვს, ბიძინა ივანიშვილისგან გამოვიდეს და პოზიცია დააფიქსიროსო, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, დეპუტატი კი არა, საერთოდ, მიკროფონთან ვერ დადგებოდა. ვინ ხარ, რას ითხოვ? პატარა გოგო ხარ, ცხოვრება წინ გაქვს!“- განაცხადა ხუხაშვილმა.