ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

შემოწმებულ 10 სამედიცინო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შემოწმებულ ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციებზე კონტროლის მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა:

„ჩვენ დავასრულეთ წინასწარი შეფასება. ჩვენ შევადგინეთ სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც შევისწავლეთ ჯერჯერობით ათი მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა ინფექციებზე კონტროლის მხრივ. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხარვეზები არის საორგანიზაციაო ხასიათის და არ უკავშირდება რაიმე ფინანსურ დარღვევებს. გამოკვეთილია ტენდენციები, რომელიც ჩვენი აზრით მარტივად მოსაგვარებელია. ჩვენ ვთავაზობთ კლინიკებს შედარებით გაუმჯობესებულ სერვისს, როდესაც ორშაბათიდან ჩვენთან გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი და რომელიც კონცეტრირელბულ იქნება ამ ინფექციებზე კონტროლის საკითხებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ექნება ღია საზოგადოებისთვის მიწვდომადი პორტალი, სადაც ნებისმიერ მსურველს, პაციენტს მოქალქეს შესაძებლობა ექნება თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაზე მიიღონ ინფორმაცია კლინიკის არჩევისას. ამ პორტალზე თვითონ პაციენტებსაც ექნებათ საშუალება დატოვონ კომენტარები. მე ვფიქრობ, რომ ეს სიახლე ზაფხულში გახდება უკვე აქტიური. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი გახდეს მიწვდომადი, რადგან იქ იმდენი დეტალია, რომ ზოგჯერ კლინიკის მენეჯმენტსაც უჭირს ხოლმე გარჩევა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....