საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენის 10 რჩევა ფინანსების გასაზრდელად

ცნობილი მწერალი, ბიზნესმენი და შესანიშნავი მწვრთნელი – ბოდო შეფერი წარმოგიდგენთ სიმდიდრის მისეულ 10 პრინციპს:

1- შემოსავლიდან 25%, ხოლო დამატებითი შემოსავლიდან 50% გადადეთ სხვა ანგარიშზე. შემდეგ განახორციელეთ ამ ფულის ინვესტირება. მაგრამ არა ბანკში, ბანკი ძალიან ცოტა მოგებას მოგცემთ, ისინი მხოლოდ ფულს იცავენ.

2- მართეთ ფული. ჩვენი უბედურება — არის ცუდი დამოკიდებულება საკუთარი ფულისადმი. გაუფრთხილდით მათ. არავინ არ ამბობს, რომ საჭიროა სიამოვნებაზე სრულიად უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ ყველაფერი გონივრულად უნდა ვაკეთოთ.

3- შეადგინეთ ფინანსური გეგმა 7-10 წელზე. განსაზღვრეთ რისკენ ისწრაფვით და რამდენის გამომუშავება გსურთ ერთი, ორი, ხუთი წლის შემდეგ. ჩამოყალიბდით, რას გააკეთებთ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

4- ოცნება არ უნდა იყოს წვრილმანი, იფიქრეთ გლობალურად.

იოცნებეთ მილიარდებზე და დიდ წარმატებაზე. დიდი ოცნებები დაყავით პატარა მიზნებად. შედეგად დაიწყებთ პატარა მიზნების მიღწევას, რაც მიგიყვანთ დიდ ოცნებასთან.

5- იყავით თავდაჯერებული. ფულს და ადამიანებს იზიდავენ თავდაჯერებული პირები. დარწმუნებული იყავით საკუთარ წარმატებაში მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად მიდის.

6- თუ რაიმეს გაკეთება გადაწყვიტეთ, მაგრამ არ დაიწყეთ ეს 72 სთ-ის მანძილზე, შემთხვევების 85%-ში ამას არასოდეს გააკეთებთ.

7- ძალისხმევის მხოლოდ 20% იძლევა შედეგების 80%-ს.

8- საკუთარ თავში რწმენა და პოზიტივი — ფინანსური წარმატების მნიშვნელოვანი პრინციპებია. აწარმოეთ წარმატების ბლოკნოტი.

9- იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. წარმატება წარმოუდგენელია ჯანმრთელობის გარეშე. სიმდიდრეს ჯანმრთელობის გარეშე ბედნიერება და სიხარული არ მოაქვს.

10- ბევრი ფულის შოვნისთვის, საჭიროა კარგი ცოდნა.

შეეცადეთ მუდმივად ისწავლოთ, იკითხოთ, გაიფართოვოთ მსოფლმხედველობა.

იტვირთბა....