ჯანდაცვა

თუ უძილობა გაწუხებთ: მედიკოსების რჩევები

მშვიდი ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება რომ მიუხედავად 8-საათიანი ძილისა, ადამიანი მაინც დაღლილი იღვიძებს და მთელი დღის განმავლობაში თავს სუსტად, მოთენთილად გრძნობს. ძილის ნაკლებობა წონაში მატებას უწყობს ხელს.

თბილ რძეს საოცარი თვისება გააჩნია – შეუძლია მარტივად მოჰგვაროს ადამიანს ძილი. ამის მიზეზი ტრიპტოფანია, რომელიც ძილის სტიმულაციას ახდენს და ყოველდღიურ პროდუქტებში შედის. ასეთ საკვებს მიეკუთვნება: თხილი, მარცვლოვნები, ბანანი, თაფლი, კვერცხი… დაძინებამდე 2-3 საათით ადრე რძის, კრეკერების, იოგურტის ან ყველის მიღება ადამიანს ამშვიდებს და სისხლში ტრიპტოფანის დონეს ზრდის.

თუ უძილობა გაწუხებთ, საჭმლის ძილის წინ მიღებაც შეიძლება. მცირეოდენი სასუსნავი აუცილებლად შეგიქმნით ძილის განწყობას. ოღონდ, ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ნოყიერი და ჭარბი საკვები დისკომფორტს შეგიქმნით და ასე დაძინებებაც უფრო გაგიძნელდებათ

იტვირთბა....