ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„თუ საჭიროება მოითხოვს, Nato უკან არ დაიხევს“

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა მოვლენების იმგვარი განვითარება, რომ ნატომ იმ შემთხვევაში მიიღოს საქართველო თავის რიგებში, თუ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს ვიტყვით.

“დღეს, ალიანსის დღის წესრიგში არ დგას გაფართოება და ეს კარგა ხანია ასეა. მათი გაფართოება გარკვეულ პერიოდში სწრაფად მოხდა და ჯერ კიდევ ის სივრცეა ასათვისებელი. არ მგონია, რომ საკითხი დადგეს ისე, რომ თქვენ ოკუპირებული ტერიტორიები დათმეთ და ჩვენ ალიანსში მიგიღებთ, რადგანაც ჩვენ რუსეთთან ომი არ გვინდაო. რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვა და სასიცოცხლო ინეტრესებს შეეხნენ, არ მგონია ვინმემ უკან დაიხიოს.

ფაქტი ერთია, ალიანსის გაფართოების საკითხი დღეს არ დგას და ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე, ან წინასააღჩევნო პიარის ნაწილია, ან კიდევ გარკვეული პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობა სხვების ხარჯზე“. – განაცხადა თევზაძემ.

იტვირთბა....