ჯანდაცვა

ქეით მოსის დიეტა: რას აკეთებს სწრაფი გახდომისთვის სუპერ-მოდელი

ბრიტანელი სუპერ-მოდელ ქეით მოსს შესაშური ფიგურა აქვს. თავად ქეითი აღიარებს, რომ მისი მოხდენილობა – აქტიური ცხოვრების წესის შედეგია. ქეით მოსის მენიუში არა აქვს ადგილი ჰამბურგერებსა და პიცას. მისი რაციონი  მხოლოდ ახალი ნატურალური საკვებისგან შედგება

 

ხილი და ბოსტნეული

 

ფრინველის ხორცი და თევზი

 

დაბალკალორიული რძიანი პროდუქტი

 

კვერცხის ცილა

 

სალათები

 

როდესაც ქეითს სწრაფად სურს გახდომა, ის არ მიირთმევს საღამოს 6 საათის შემდეგ და სვამს ძალიან ბევრ წყალს ყინულით.

 

 

 

ქეით მოსის მენიუ ასე გამოიყურება:

 

საუზმე: 2 ნაჭერი ანანასი, 2 კვერცხის ცილა

 

სადილი: უცხიმო მოხარშული ხორცი, მწვანე ბოსტნეულის სალათი

 

ვახშამი: მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი ყინულით

 

გარდა ამისა, სუპერ-მოდელი აქტიურად ვარჯიშობს: დაკავებულია იოგით და ასრულებს ძალოვანსა და კარდიო-ვარჯიშებს.

Pomade.ge

იტვირთბა....