მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” 30-ზე მეტი საკუთარი ჯიჰადისტი დეზერტირობის ბრალდებით ცოცხლად დამარხა.
როგორც ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურმა წყარომ აცნობა, ბოევიკებმა სოფელ ბაშირში ერაყის პრო-სამთავრობო ძალებთან ბრძოლაზე უარი განაცხადეს, რის გამოც “ისლამურმა სახელმწიფომ” მათი ცოცხლად დამარხვის გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” საკუთარი მებრძოლები აწამეს.
წყარო: Euroline.ge