ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ.
4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, 6-7 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. 8 ივლისს – სამოქალაქო განათლება, 11 ივლისს – ქიმია, 14 ივლისს – მათემატიკა, 15 ივლისს – გეოგრაფია, 18 ივლისს – ისტორია, 20 ივლისს – ბიოლოგია, 21 ივლისს – ფიზიკა და ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებას.