ინგლისური დიეტა სხეულის გამოცოცხლებას უწყობს ხელს, რომლის შედეგადაც კალორიების სწრაფი კლება მიმდინარეობს, ორგანიზმი კი იღებს ყოველივე კარგს რაც აუცილებელია.
ინგლისური დიეტა – კვების წესები
არ შეიძლება შემდეგი სითხეების მიღება: ლუდი, არაყი, ვისკი, ღვინო, ლიმონათი
არ შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება: შაქარი, კარტოფილი, თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეული
ინგლისური დიეტა „შიმშილის 2 დღით“ იწყება:
შიმშილის ორი დღე:
1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი და 2 ნაჭერი შავი პური
ცილების ორი დღე:
საუზმე – ფინჯანი ყავა, შეიძლება რძეც, ერთი ნაჭერი შავი პური, ერთი ჩაის კოვზი კარაქი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი
სადილი – ხორცის ან თევზის ბულიონი, ერთი ნაჭერი მოხარშული ხორცი ან თევზი, შესაძლოა დაამატოთ ორი კოვზი ბარდა და ერთი ნაჭერი შავი პური
სამხარი – ფინჯანი ყავა ერთი ჩაის კოვზი თაფლით
ვახშამი – ერთი ნაჭერი მოხარშული ხორცი ან თევზი, ან უცხიმო ბეკონი, ან ორი მოხარშული კვერცხი, 50 გრამი ყველი, ერთი ჭიქა კეფირი ერთი ნაჭერი შავი პურით.
ბოსტნეულის ორი დღე:
საუზმე – 2 ვაშლი ან 2 ატამი
სადილი – ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთის გარეშე, ერთი ნაჭერი შავი პური, სალათი ან ბარდა
სამხარი – 2 ვაშლი ან 2 ატამი
ვახშამი – არა უგვიანეს 19:00 საათისა, ბოსტნეულის სალათი, ერთი ნაჭერი შავი პური, ფინჯანი ჩაი ერთი კოვზი თაფლით
შიმშილის დღეები არ მეორდება, მეორდება მხოლოდ ცილებისა და ბოსტნეულის დღეები
ინგლისური დიეტიდან გამოსვლა ეტაპობრივად არის უკეთესი რძის მიღებით დილით და შემდგომ ჯანსაღი საკვები პროდუქტების მირთმევით.
ინგლისური დიეტა მკაცრ დიეტად ითვლება, ამიტომ სასურველია, თუ მას წელიწადში მხოლოდ ერთხელ გააკეთებთ.

