საკვები მიიღეთ დღის მანძილზე 3-4ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4საათიანი ინტერვალებით. არ გამოტოვოთ საუზმე.
ვახშამი მიიღეთ დაძინებამდე მინიმუმ 3საათით ადრე.
კვებათა შორის შუალედებში არ ჭამოთ. ამ დროს მიიღეთ წყალი. (დღის მანძილზე მინიმუმ 2 ლიტრი). წყალი მიიღეთ საკვების მიღებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, ან კვებიდან ნახევარი საათის შემდეგ.
გამორიცხეთ შაქარი და შაქარზე დამზადებული პროდუქტები. (შაქარი მაღალკალორიული, იოლად ათვისებადი ნახშირწყალია, რომლის მიღებაც, თუნდაც მცირე რაოდენობით, ხელს უშლის წონაში კლებას.
სასურველია, ყველა კვებაზე ერთ-ერთი კომპონენტი იყოს ცილის შემცველი პროდუქტი: ან ყველი, ან ხორცი (ქათმის ან საქონლის), ან თევზი, ან ხაჭო. (კვერცხი კვირაში 1-2ჯერ, სასურველია, გულის გარეშე).
რაციონის აუცილებელი კომპონენტია ცოცხალი ბოსტნეული. ეს უკანასკნელი – დაბალკალორიულ, ვიტამინებით მდიდარ პროდუქტს მიეკუთვნება.
ხილი მიიღეთ კვებისთვის განსაზრვრულ დროს და არა კვებათა შუალედში. ხილეულიდან ნუ მიიღებთ: გულაბ მსხალს, ხურმას, კარალიოკს, ყურძენს და ჩირს.
გამორიცხეთ ცხოველური ცხიმი: კარაქი, ქონი და ლორი.
გამორიცხეთ სწრაფი კვების პროდუქტები: ჩიპსები, ბურგერები, ცომეული (განსაკუთრებით ფენოვანი ცომი).
ყოველდრიურად უნდა გქონდეთ ადეკვატური ფიზიკური აქტივობა: სიარული ან ცურვა 30-40წთ დღეში.
ჭარბი წონის და/ან სიმსუქნის მიზეზი ხშირად არის ჰორმონალური დარღვევა.
ამ შემთხვევაში, თვითნებური დიეტა ხშირად უეფექტოა, ან მიღწეული ეფექტია დროებითი, რაც კიდევ უფრო აღრმავებს დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას. მას შემდეგ, რაც გაირკვევა მიზეზი, დაინიშნება სათანადო მკურნალობა, რაც საგრძნობლად გაზრდის სწორი კვებით მიღწეულ შედეგს, რასაც ხანგრძლივად შეინარჩუნებთ.

