ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქემერონს ჩართული მიკროფონები დაავიწყდა და ნიგერია და ავღანეთი კორუმპირებულ ქვეყნებად დაასახელა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ ქემერონს დედოფალთან შეხვედრის დროს ჩართული მიკროფონების შესახებ დაავიწყდა და ტელეკამერების წინ ნიგერია და ავღანეთი კორუმპირებულ ქვეყნებად დაასახელა.

 

ხვალ ლონდონში ანტიკორუფციული სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი და სხვა სტუმრებთან ერთად, ნიგერიისა და ავღანეთის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

 

მოგვიანებით, პრემიერის აპარატმა განმარტა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები საკუთარ ქვეყანაში არსებულ კორუფციულ გარემოს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილავენ და სამიტსაც სწორედ პრობლემის აღმოსაფხვრელად ესწრებიან.

 

იტვირთბა....