პროექტი Check In Georgia-ს საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან, – ამის შესახებ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომეიც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გამართეს.
პრესკონფერენციას ბიზბესსექტორის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც დაინტერესდა ბიზნესსექტორი. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ კონცერტებზე კომპანიებს ეძლევათ საშუალება, წარმოჩინდნენ, როგორც პროექტი Check In Georgia-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინვესტიციები.
ამ ეტაპზე პროექტს 20-ზე მეტი კომპანია შეუერთდა და მათი მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი 6 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, სამ კონცეტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა დაახლოებით 2 მილიონი ლარი შეადგინა.