სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდება. ტანსაცმელი შეგროვდება და უსასყიდლოდ განაწილება მთელი საქართველოს მასშტაბით. ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.
ყუთების განთავსების ლოკაციებია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკ. 247, აწყურის ქუჩასა და რკ. ხიდს შორის, მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამების საკათედრო ტაძარი.
საქველმოქმედო პროექტს „შემოსე თანამოქალაქე“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
პროექტი ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ააიპ ”სტუდენტური ერთიანობა”, სს ”ფრეგო“, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა – ”დავითიანნი” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.