საზოგადოება

შორება ბეგაშვილის შვილს რეაბილიტაციისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება

ტელეწამყვანისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ერთი თვის წინ, მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ სჭირდება სარეაბილიტაციო კურსის გავლა.  თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში კურსის გასავლელად, მას 50 000 დოლარი აკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენს ევას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა. ძალიან გთხოვთ, ყველამ გულთან ახლოს მივიტანოთ და დავეხმაროთ ამ ლამაზ გოგოს გამოჯანმრთელებაში და ტკივილის შემსუბუქებაში. ნებისმიერი თანხა ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ ანგარიშის ნომერს: ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997, მიმღები პირი – შორენა ბეგაშვილი.

იტვირთბა....