დასავლეთ ვირჯინიაში ჩატარებულ პრაიმერისში ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინტონი დაამარცხა, -ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელმაც პარტიის საბოლოო კანდიდატი უნდა გამოავლინოს, სანდერსმა კლინტონს 16 პროცენტით მოუგო. მას მხარი ამომრჩევლების 51%-მა დაუჭირა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კი ხმების მხოლოდ 35% მოაგროვა.
თუმცა, პარტიული დელეგატების საერთო რაოდენობით კლინტონი სანდერსს ბევრად უსწრებს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, დასავლეთ ვირჯინიასა და ნებრასკაშიც პრაიმერიზი დონალდ ტრამპმა მოიგო.

