ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაზარალებულ მოქალაქეებს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები დაუბრუნდათ

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დაპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალქეებს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები დაუბრუნდათ.

საუბარია შპს ,,ლაზარეს,, მფლობელობაში არსებულ მიწის 7 ნაკვეთზე, რომლებიც 2010 წელს ჩამოერთვათ. მფლობელებს “მერსედესის”  და “ჰიუნდაის” მარკის მანქანები დაუბრუნდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის ყოფილი თანამდებობის პირი.

გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, არც ერთი პირის მიმართ პატიმრობა არაა გამოყენებული.

იტვირთბა....