აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ევროსასამართლოში ე.წ. FARA-ს საქმეში მესამე მხარის პოზიცია წარადგინა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში „კომისარი“) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა საიას მიერ წარმოებულ ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

საიას ცნობით, კომისარმა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა მესამე მხარის წერილობითი მოსაზრება, რომელიც არა მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის ანალიზს მოიცავს, არამედ დამატებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო კონტექსტსაც განიხილავს.

  • აღსანიშნავია, რომ კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ე.წ. რუსულ კანონის საქმეშიც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ.1 მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს (ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები), ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს (მე-14 მუხლი).  განაგრძეთ კითხვა…

იტვირთბა....