ახალი ამბები

“ვიდეო წაშალე, ოჯახი არ დამინგრიოო – წავშლი, მაგრამ რატომ იგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში?!” – რა შინაარსის შეტყობინებები მიიღო თამუნა მუსერიძემ

ღა­მის ცხოვ­რე­ბას­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კლუ­ბე­ბი­დან, ბა­რე­ბი­დან და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, კა­მე­რა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვედ­რა ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის – გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ანს სახ­ლში შე­საძ­ლოა, სულ სხვა რე­ა­ლო­ბის ახ­სნა დას­ჭირ­დეს.

  • ჟურ­ნა­ლის­ტი და ჯგუფ „ვე­ძებ“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში იმ მა­მა­კა­ცებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც კლუ­ბებ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, მას ვი­დე­ოს წაშ­ლას სთხო­ვენ.

მისი თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ორი მა­მა­კა­ცი და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა, კად­რე­ბი წა­ე­შა­ლა, რად­გან მათი კლუბ­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ ოჯა­ხებ­მა არ იცოდ­ნენ. ერთ-ერ­თმა მას პირ­და­პირ მის­წე­რა – „არ დამ­ღუ­პო, ოჯა­ხი არ და­მინ­გრიო“.

მუ­სე­რი­ძე ამ­ბობს, რომ ვი­დე­ოს წაშ­ლას­თან პრობ­ლე­მა არ აქვს, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ სა­ჯა­რო კადრში მოხ­ვედ­რა, თა­ვად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რო­მელ სივ­რცე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და რო­გო­რია კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტის გა­და­ღე­ბის წე­სე­ბი.

  • “წავ­შლი ვი­დე­ოს, არ არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ რა­ტომ იგ­დებთ თავს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?” – ამ­ბობს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და იმ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლო ღა­ლა­ტის და­მალ­ვას ცდი­ლო­ბენ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

“ამ ვი­დე­ოს ვწერ მათ­თვის, ვინც ცოტა ხნის წინ და­ი­წყო ღა­მის ცხოვ­რე­ბა და და­ი­წყო რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­ში, კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი. სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა წესi და რო­დე­საც მი­დი­ხარ ამა თუ იმ ობი­ექ­ტზე, ეს ობი­ექ­ტი უნდა გქონ­დეს შეს­წავ­ლი­ლი.

მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს კლუ­ბე­ბი, სა­დაც ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. არ­სე­ბობს კლუ­ბე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ღე­ბა და, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­დე­ოს იღებს თვი­თონ ობი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, იმის­თვის, რომ აჩ­ვე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გახ­დეს ცნო­ბი­ლი, რომ იმ კლუბ­ში კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა და და­დის ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი.

ამის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ იმით, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­ბენ ვი­დე­ო­ებს – იმ ვი­დე­ო­ებს, თუ რო­გორ ერ­თო­ბა ხალ­ხი.

თუ თქვენ გყავთ ცოლი და პა­რა­ლე­ლუ­რად გყავთ ვი­ღაც ადა­მი­ა­ნი, ვინც არ გინ­დათ, რომ გა­მო­ა­ჩი­ნოთ, დი­ჯე­ის წინ, პირ­ველ რი­გებ­ში არ უნდა გა­მოდ­გეთ, არ უნდა ჩა­მოჯ­დეთ, არ უნდა და­ი­წყოთ იქ ცეკ­ვა, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­და­ღე­ბა­დი ვი­დე­ო­ე­ბი არის ზუს­ტად “ბექსთე­იჯ­თან”, იმი­ტომ რომ იქი­დან გა­მოჩ­ნდეს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­მოჩ­ნდეს ხალ­ხის “ვა­ი­ბი” და იმ ხალ­ხმა, ვინც არ არის იმ წუ­თას იმ კლუბ­ში და იმ ობი­ექ­ტზე, ნა­ხოს, თუ რა კარ­გად ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

თუ თქვენ არ გსურთ, რომ გა­მოჩ­ნდეთ, მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ უკა­ნა რი­გებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოთ და უკა­ნა რი­გებ­ში კა­მე­რა ვერ მოგ­წვდე­ბათ. დი­ლი­დან მწერს ერთი ბიჭი, რომ მანდ კადრში გა­მოვ­ჩნდიო, ჩემ­მა ცოლ­მა არ იცის, მანდ რომ ვი­ყა­ვიო და არ დამ­ღუ­პო, ოჯა­ხი არ და­მინ­გრიო.

აი, კი ავი­შა­ლე. მეთ­ქი, ანუ ამოვ­ჭე­რი შენს სა­ხეს და შენც ხომ გა­უგ­ზავ­ნი, იმი­ტომ რომ, ხომ იცით, მე რამე მე­მარ­თე­ბა ასეთ კა­ცებ­ზე. და თან პა­რა­ლე­ლუ­რად მწერს კი­დევ ერთი ბიჭი, რომ ოჯახ­მა არ იცის, იქ რომ ვი­ყა­ვი და გო­გოს­თან ერ­თად ვი­ყა­ვიო.

ხალ­ხო, წავ­შლი ვი­დე­ოს, არ არის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ რა­ტომ იგ­დებთ თავს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? გა­და­დით უკან. ან ისეთ ობი­ექ­ტზე წა­დით, სა­დაც გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

სულ ეს იყო.

იტვირთბა....