ახალი ამბები მსოფლიო

“ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს”- დიმიტრი პესკოვი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთში ვიზიტი შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ არ არის დადგენილი, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უახლოეს მომავალში. ზუსტი თარიღები ჯერ არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა გასულ კვირას ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს.

შეხვედრის დროს ლიდერებმა განიხილეს სომხეთში რეფერენდუმის ორგანიზების აუცილებლობა რესპუბლიკის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის ან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გასარკვევად.

მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში მიიწვია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების განსახილველად.

იტვირთბა....