ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს.
როგორც ისრაელის მხარე განმარტავს, ეს საპასუხო ქმედებაა „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე.
„ჰეზბოლამ“ რეგიონში უსაფრთხოების ზონაზე განახორციელა თავდასხმა, სადაც ისრაელის სამხედროები იყვნენ განლაგებული.

