პატრიარქმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაზე გამოთქვა სურვილი ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ:
“დღეს ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს საქართველოში”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.