ახალი ამბები მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთში დრონების ქარხანაში ხანძარი განზრახ გააჩინეს და ამის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

პოლონეთის დრონების ქარხანაში, რომელიც უკრაინას შეიარაღებით ამარაგებს, ხანძარი განზრახ გააჩინეს. ამის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

WB Electronics, სადაც ხანძარი გაჩნდა, პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო თავდაცვის კომპანიაა. ის აწარმოებს სადაზვერვო დრონებს და მოძრავ საბრძოლო მასალას, მათ შორის FlyEye-სა და Warmate-ს, რომლებსაც უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ იყენებს.

პოლონური რადიოს ცნობით, ხანძარი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ეს რუსეთის მიერ რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებების გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევები არ არის და, უარეს შემთხვევაში, ისინი ნამდვილად არ იქნებიან უკანასკნელი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....