უკრაინამ რუსეთის რეგიონების მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი გაუშვა – ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება. იბომბება რუსეთის ოლქები, მათ შორის ტვერის, კალუგის, ტულისა და რიაზანის. ასევე ბრიანსკის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქები. კონკრეტული შედეგები – სად რა დაბომბა უკრაინამ, ამ დროისთვის უცნობია.

