აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

„ჩემს, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბოლო დღეს Apple-ის საზოგადოებას დიდ სიყვარულს ვუგზავნი. ხვალ ჩემი თანამდებობის დასახელება შეიცვლება, მაგრამ სიყვარული, რომელსაც Apple-ის საზოგადოების მიმართ ვგრძნობ – არასდროს. მადლობა, რომ ჩემთვის მუდმივი შთაგონების წყარო ხართ. ჩემი მადლიერება უსაზღვროა და მოუთმენლად ველი ახალი ეტაპის დაწყებას!“ – დაწერა კუკმა.

კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან იყო.

იტვირთბა....