„ქანთარიამ მაღრაძეს ხელი ჰკრა, გუგული ისე გამწარდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ამით უნდა ეცემა კოლეგა“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მეგი გოცირიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებაში ერთმანეთს ხოცავენ. რამდენიმე დღის წინ გერგაძის კაბინეტში გუგული მაღრაძემ და ნუკრი ქანთარიამ იჩხუბეს. საუბარი სიის ფორმირებას შეეხებოდა. რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ატყდა ხელების ქნევა. ქანთარიამ მაღრაძეს ხელი ჰკრა, გუგული ისე გამწარდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ამით უნდა ეცემა კოლეგა. ხედავთ, რა ხდება, ქართულ ოცნებაში უკვე უკუღმა ისვრიან ქოშებს. ერთმანეთს ფეხსაცმელებს ესვრიან“ – განაცხადა გოცირიძემ.