aviabiletebi
საზოგადოება ჯანდაცვა

როგორ ჩავდგეთ ფორმაში: ვიცე მის თბილისი “მეტრონომს” თავისი კვების რეჟიმს უმხელს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცე მის თბილისი, 19 წლის ნინა თაველიშვილი „მეტრონომის“ მკითხველს ექსკლუზიურად უმხელს თავისი გარეგნობის საიდუმლოს. როგორც ნინა ჩვენთან ამბობს, ფორმის შენარჩუნებისთვის დიდ ძალისხმევას არ მიმართავს, თუმცა სილამაზეს თავისი მსხვერპლი მაინც  სჭირდება.

ნინა თაველიშვილი: ფორმის შენარჩუნებისთვის აქტიური ზრუნვა არ მიწევს, რადგან მუდმივად ერთ წონაზე ვარ, თუმცა ეს ალბათ ჩემი დატვირთული გრაფიკის ბრალია. სტუდენტი ვარ, თან ფიტნეს ცენტრში ვმუშაობ, ასევე, უამრავ გადაღებაზე დავდივარ, ამიტომ თავისუფალი დრო ფიზიკურად არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფიტნეს-ცენტრში ვმუშაობ, დატვირთული რეჟიმის გამო აქტიურ ვარჯიშს ვერ ვახერხებ.

ჩემი წონა, რა თქმა უნდა, კვების შედეგია. მხოლოდ დილით და საღამოს ვიკვებები. მნიშვნელოვანია ის, რომ  წყალს ვიღებ როგორც დღის განმავლობაში, ასევე-კვების პროცესში.

ტკბილეულის მოყვარული დიდად არ ვარ. თუმცა გემრიელ საკვებზე უარს ვერ ვამბობ. არ მიყვარს სწრაფი კვების ობიექტები და გარეთ იშვიათად  ვიკვებები. ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული კერძები, განსაკუთრებით-ხინკალი. არ მივირთმევ ცხარე საკვებს. ასევე, რაციონიდან ამოღებული მაქვს კაკალი და ლუდი, რადგან არ მიყვარს. თუმცა ორივე კალორიულია და კარგია, რომ მათ არ ვიღებ. ლუდი არათუ ასუქებს-ასიებს.

ჩემი წონაა 45-48 კილოგრამი. ამაზე მეტი არასდროს ვყოფილვარ.

„მეტრონომი“ : გრძელ თმას როგორ უვლით?

ნინა თაველიშვილი: გრძელი თმის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ექსპერიმენტები მომწონს და ერთხელ, ერთ თვეში რვაჯერ შევიღებე თმა. ამიტომ მისი შეჭრა მომიწია. თმის მოვლისთვის ვიყენებ შამპუნს, ბალზამის გარეშე, თმის აღმდგენ ნიღაბს და სპრეის, რომელიც თმის სტრუქტურას აჯანსაღებს. იშვიათად ვიყენებ კერატინსაც. თმას სხვადასხვა საშუალებებით არ ვისწორებ და ამით არ ვიწვამ.

-ზაფხული მოდის. რა რჩევას მისცემთ „მეტრონომის“ მკითხველს, ფორმაში ჩასადგომად?

– თვითნებურად არ იშიმშილონ. აუცილებლად დაიწყონ ვარჯიში, რადგა მხოლოდ დიეტით წონაში კლება იწყება, ამ დროს კი კანი დუნდება და ფუჭდება. ზაფხულამდე სატრენაჟორო დარბაზი და მწვრთნელის მიერ სპეციალურად შერჩეული კვების რაციონი საუკეთესო გამოსავალია ფორმაში ჩასადგომად.

ვიცე1

ვიცე2

 

 

იტვირთბა....