გამოძიების ძირითადი მიგნებები
- ჰავალა საუკუნოვანი სისტემაა, რომელიც ტრადიციულად ფულადი გზავნილებისთვის გამოიყენება, თუმცა მას სულ უფრო ხშირად მიმართავენ კრიმინალები ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობის, ტერორიზმის დაფინანსებისა და საგადასახადო თაღლითობის გზით მიღებული თანხების გადასატანად და გასათეთრებლად.
- ევროპის ქალაქებში მოქმედი მაღალორგანიზებული საიდუმლო ქსელები ერთგვარ იატაკქვეშა ბანკებს წარმოადგენენ და ყოველწლიურად მილიარდობით ევროს უკანონო წარმომავლობის ფულს ათეთრებენ. სამართალდამცავები მთავარ ჰაბებად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თურქეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ასახელებენ.
- ერთ-ერთ WhatsApp ჯგუფში, სახელწოდებით „დიდი ევროპის მოვაჭრეები“ (The traders of greater Europe), ჰავალას 532 ბროკერი იყო გაერთიანებული. ცხრა თვის განმავლობაში მათ 82,000-ზე მეტი შეტყობინება გაცვალეს, სადაც ასახული იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციები.
- ჰავალა საკვანძო როლს ასრულებს ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციაში, რადგან ის აადვილებს სახსრების მოძრაობას და მიგრანტებს დაზღვევის მიზნით ერთგვარ „ესქრო“ (სადეპოზიტო) მომსახურებას სთავაზობს.
- 23 000-ზე მეტი ფინანსური ტრანზაქციის ანალიზმა აჩვენა ათასობით გადარიცხვა ევროპულ ბიზნესებზე იმ დანიური ფიქტიური კომპანიებისგან (ე.წ. shell companies), რომლებიც ჰავალას ქსელებთან თანამშრომლობენ. მრავალი ტრანზაქცია წარმოადგენდა „მესამე მხარის“ მიერ განხორციელებულ გადახდებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
- საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობაში არსებული დაბრკოლებები აფერხებს კოორდინირებულ მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება იატაკქვეშა საბანკო სისტემას ორგანიზებული დანაშაულის „აქილევსის ქუსლს“ უწოდებს. განაგრძე კითხვა

