ოკლაჰომას შტატში ტორნადოს ორი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ოკლაჰომას შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სტილუოტერში ქარბორბალამ ჰაერში ცარიელი ავტობუსი აწია, რომელიც მოგვიანებით ხეზე შეაგდო.
როგორც მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, უახლოეს დღეებში ტორნადო არკანზასის შტატს დაატყდება თავს. ასევე ქარბორბალას ელიან ოჰაიოს, ტენესისა და ტეხასის ჩრდილოეთ ნაწილში.
ცნობისთვის, ოკლაჰომას ტორნადო მარტშიც დაატყდა თავს და 9 ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლა.