ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ 2013 – 2015 წლებში ხელფასის სახით 329, 520 ლარი მიიღო

 

ცესკო-ს თავმჯდომარემ 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო.

ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე 2011-2015 წლებში კომისიის ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების პრემიების და დანამატების ოდენობები შეისწავლა. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე აღნიშნეს, შესწავლის ეტაპზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური რაოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება.

მათი ინფორმაციით, თამარ ჟვანიას მიერ აღებული 329, 520 ლარიდან თანამდებობრივი სარგო 165, 123 ლარია, პრემია 66. 762, ხოლო სახელფასო დანამატი 97, 635 ლარი.ამ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა , სიტუაცია მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა და წევრების შემთხვევაში.

იტვირთბა....