უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორიოლის ოლქში წუხელ გაანადგურეს ბაზა, საიდანაც რუსები დრონებს უშვებდნენ – ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე ცნობით, “ციმბულოვას” ბაზაზე ერთ-ერთი გამშვები დანადგარი და დამრტყმელი დრონების შესანახი ადგილია განადგურებული. მედია წერს, რომ „ციმბულოვა“ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით რეაქტიული დრონების გასაშვებ ერთ-ერთი ძირითადი ბაზაა

