აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ძალებმა ირანის კუნძულ ლარაკზე ორ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს

აშშ-ის ძალებმა ირანის ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს დილით აშშ-ის ძალებმა ლარაკის კუნძულზე ორ გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებით აღჭურვილი რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ“, – აღნიშნა წყარომ.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი და მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა და აშშ-ის ქმედებას თეირანისგან „პასუხი და დასჯა“ მოჰყვება.

ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იუწყება, რომ აშშ-მა კუნძულზე დრონით თავდასხმა განახორციელა.

Fox News-ის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს შეტევას იორდანიაში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე თავდასხმით უპასუხა, თუმცა თითქმის ყველა რაკეტა მოიგერიეს.

იტვირთბა....