ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გლდანის ყოფილი გამგებელი შესაძლოა მერის მრჩეველი გახდეს

გლდანის ყოფილი გამგებელი  ბესიკ ქარცივაძე სავარაუდოდ, მერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამ ინფორმაციას თავად ქარცივაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, ის ამბობს, რომ შემოთავაზება მართლაც არის, მაგრამ ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია განცხადებას თავად გააკეთებს.

”მე ცალსახად ვადასტურებ, რომ შემოთავაზებები არის. ქალაქის მერი თავად გააკეთებს განცხადებას. ჩემთვის პატივია ვიყო იმ ხელისუფლებაში, სადაც წელიწადი და 9 თვე გამგებლის თანამდებობას ვიკავებდი. სხვადასხვა შეთავაზება მივიღე. ნებისმიერი თანამდებობა ჩემთვის პატივია”, – განაცხადა ქარცივაძემ.

მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაზზე განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებენ.

ცნობისთვის, გლდანის გამგებელმა ბესიქ ქარცივაძემ და სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თანამდებობები რამდენიმე დღის წინ დატოვეს და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ცვილებები შიდა გადაადგილებას შეეხება, ისინი მოგვიანებით  სხვადასხვა თანამდებობებზე განაწილდებიან.

იტვირთბა....