ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაურის მორიგი ხმაურიანი განცხადება: „თუ რესპუბლიკელები გადადგებიან, მეც წავალ პარტიიდან“

 

უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კარგი იქნება თუ “რესპუბლიკური პარტიის” ორი მინისტრი – თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას.

“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელების” თანამდებობის პირები, რომლებმაც “ოცნების” ხარჯზე მიიღეს ეს თანამდებობები, მაშინ მზად ვარ მეც დავტოვო ჩემი თანამდებობა და თუ საჭიროა, პარტიაც”. – განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ მეჭიაური პარტია “ქართული ოცნებიდან” უნდა გარიცხონ.

 

იტვირთბა....