აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

თბილისში პროკურატურის ახალი შენობის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 26.3 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისში პროკურატურის ახალი შენობის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 26.3 მილიონი ლარი დაიხარჯება – ინფორმაციას გამოცემა კომერსანტი ავრცელებს და წერს, რომ პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის ხეივნის N60-ში მიმდინარეობს

მათივე ცნობით, პროექტის თავდაპირველი ღირებულება 23.9 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულებაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილების შედეგად მისი ფასი 26.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროექტის მიხედვით, ძირითადი ადმინისტრაციული შენობა ოთხსართულიანი იქნება და მისი საერთო ფართობი 9 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს

იტვირთბა....