პოლონეთს რუსეთის საზღვართან ტანკები გადაჰყავს – როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, პირველი 28 სამხრეთკორეული ტანკი კალინინგრადის ოლქისკენ უკვე გაიგზავნა.
ვრცელდება ინფორმაცი, რომ ტანკების პარტიის მიწოდება პოლონეთსა და სამხრეთ კორეას შორის 2025 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი კონტრაქტის შედეგია. კერძოდ, ქვეყნები შეთანხმდნენ 180 სამხედრო მანქანის, მათ შორის 64 ტანკის მიწოდებაზე, რომლებიც ნაწილობრივ პოლონური კომპონენტებისგანაა აწყობილი.

