რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვს დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 49 წლის ქალი და 4 წლის გოგონა დაიღუპნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დღეს დილით მტერმა ქალაქზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად კერძო საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა. ასევე დაზიანდა დამხმარე შენობები. ხანძარი ახლომდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა“, – განაცხადა ჩერნიგოვის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბრიჟინსკიმ.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაშავდა და ორი ადამიანი – ქალი და 4 წლის ბავშვი – დაიღუპა.

