აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება” – დიმიტრი პესკოვი

“CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება” – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი Washington Post-ის ინფორმაციით: „კითხვაზე, რა არის რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა The Post-ს განუცხადა, რომ ეს „უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება“.

გუშინ, 25 აგვისტოს CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ფარული ვიზიტით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი იმყოფება. მოგვიანებით გამოცემა Axios-მა დაწერა, რომ აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაბომბოს რუსეთი, სანამ იქ CIA-ს დირექტორი იმყოფება.

იტვირთბა....