„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წერი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს და ახსენებს რომ “ის ციდან ჩამოფრენილი არ არის” და მთვარობის მეთაურის პოსტზე რესპუბლიკელების ხმებითაც არის დამტკიცებული. აღნიშნულის შესახებ ბერძენიშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პრემიერი უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს. დიდი თანამდებობის პირია, მაგრამ არ დაავიწყდეს, რომ ჩვენი დამტკიცებულია, მათ შორის რესპუბლიკელების” ხმებით. ვინმეს არ ეგონოს, რომ ციდან ჩამოფრინდა ქვეყნის გადასარჩენად”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.