“აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა: ვინც ირანს ფულის გათეთრებაში დაეხმარება, აშშ-ის დოლარის სისტემიდან მთლიანად გამოეთიშება. რატომ არის დოლარის სისტემიდან გათიშვა ასეთი დამანგრეველი? – გლობალური სავალუტო რეზერვების ნახევარზე მეტი კვლავ დოლარშია განთავსებული და საერთაშორისო სავალუტო ვაჭრობის აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ დოლარით ხორციელდება. მისი მსგავსი ალტერნატიული სისტემა უბრალოდ არ არსებობს” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს ამბობენ, ახალი სანქციებით ემუქრება. როგორც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, მათ იციან თუ “ვინ არიან ასეთი ქვეყნები”.

