აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი რუსეთის არმიის გენერალ გერასიმოვს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი რუსეთის არმიის გენერალ გერასიმოვს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კიევზე განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ დაბომბვას ხელმძღვანელობდა – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო კონტრდაზვერვამ და გენერალურმა პროკურატურამ დოკუმენტურად დააფიქსირეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ვალერი გერასიმოვის ახალი სამხედრო დანაშაულები.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, ეს მაღალჩინოსანი გასცემს საბრძოლო ბრძანებებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების შესახებ. დადასტურებულია, რომ გერასიმოვმა პირადად უხელმძღვანელა კიევის ყველაზე მასშტაბურ დაბომბვას 2026 წლის 2 ივლისის ღამეს. მაშინ რაშისტებმა ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქის წინააღმდეგ ჯამში 570 საბრძოლო ერთეული გამოიყენეს: თავდამსხმელი დრონები, ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის „ცირკონი“ და „ისკანდერ-მ“

შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა გერასიმოვს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სამხედრო დანაშაულები, რომლებმაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია”| აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

2026 წლის 2 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევზე ომის პერიოდში ყველაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა, რა დროსაც 20 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კიევის სხვადასხვა რაიონში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალების საფუძველზე, 2024 წლის ივნისში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო

მაშინ უკრაინული სპეცსამსახურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგინდა რუსი გენერლის პირდაპირი მონაწილეობა 2022-2023 წლების პერიოდში უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებში: “ვინაიდან დამნაშავე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება, მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება” | აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

იტვირთბა....