ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაჭაში, ცხრაჯვარიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა

ნაქერალას უღელტეხილზე, ცხრაჯვარის სალოცავიდან გოგონა გადმოვარდა.

ახალგაზრდა გოგონა დაახლოებით, 20 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, რომლის ამოყვანა შსს-ს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხეს.

გოგონა სხვადასხვა დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მომხდარის მიზეზები დადგინდება.

იტვირთბა....